ჩვენ შესახებ

კომპანია „გლობალ თრანს ნეთვორქი“ (GT Network) 2017 წელს დაარსდა და დაარსების დღიდან ცდილობს, მოიპოვოს ყველაზე „კლიენტზე ორიენტირებული“ კომპანიის რეპუტაცია. ჩვენი სერვისის ხარისხს განაპირობებს ევროპაში ყველაზე გამოცდილ და სანდო პარტნიორებთან ექსკლუზიური თანამშრომლობა.

ჩვენ ვახორციელებთ ტვირთის ტრანსპორტირებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. მომხმარებელს ვთავაზობთ განსაკუთრებით საუკეთესო ტარიფებსა და ვადებს ჩინეთის, რუსეთისა და ევროპის მიმართულებებიდან ტრანსპორტირებისას.

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ამბიციური ახალგაზრდა და ლოგისტიკის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერებით. გვსურს საერთაშორისო გადაზიდვები ვაქციოთ კლიენტებისათვის ყველაზე ხელმისაწვდომ და კომფორტულ საქმედ და გვჯერა, რომ ეს ის არის, რაც ნამდვილად კარგად გამოგვდის.

 

მარიამ ვიბლიანი
(მმართველი პარტნიორი)

mariam.vibliani@gtnetwork.ge

სერგი ქემოკლიძე
(კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი)

sergi.kemoklidze@gtnetwork.ge

მარიამ ელგანდაშვილი
(კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი)

mariam.elgandashvili@gtnetwork.ge

ანასტასია ყაჭეიშვილი
(საოპერაციო მენეჯერი)

anastasia.katcheishvili@gtnetwork.ge

ფატი ბედოშვილი
(თანამშრომელი)

pati.bedoshvili@gtnetwork.ge

image
image

საკონსოლიდაციო საწყობი ევროპაში

Hofer Str. 39

95183 Feilitzsch-Zedtwitz

Germany

მცირე და შერეული ტვირთების ტრანსპორტირების ვადები:

საწყობში მოწოდების შემთხვევაში - 8/10 დღე

EXW – ის შემთხვევაში - 12/16 დღე

image
image

პალეტის სტანდარტები

ამერიკული პალეტი: 120x100 CM

ევრო პალეტი: 120x80 CM

აზიური პალეტი: 110 x 110 CM

სტანდარტულ ტენტიან მანქანაში - 34 ევრო პალეტის, 26 ამერიკული პალეტის და 24  აზიური პალეტის  ჩატვირთვაა შესაძლებელი

image
image

Incoterms

Incoterms - საერთაშორისო სავაჭრო ტერმინები აღინიშნება სამი ასოსგან შემდგარი სერიით, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ, განსაზღვრავს თუ როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა ტვირთზე და ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დანახარჯებსა და ოპერაციებზე, მთელი ლოგისტიკური ჯაჭვის განმავლობაში, ტვირთის მწარმოემლიდან ტვირთმიმღებამდე. ინკოტერმს 2010 მიერ განსაზღვრული გადაზიდვის პირობები შემდეგია: EXW (ex works) -  მიწოდება  ქარხნიდან

ამ ინკოტერმსის შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ტვირთის დანიშნულების ადგილამდე გადატანაზე ეკისრება მყიდველს. გამყიდველი ვალდებულია დაეხმაროს მყიდველს საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებაში და პასუხს აგებს, მყიდველის წინაშე, არასწორი დატვირთვისთვის. მყიდველს ეკისრება ყველა რისკი და ხარჯი საქონლის შენობიდან დანიშნულების ადგილზე მიტანისათვის.

FCA (free carrier) -  თავისუფალი შეთანხმებულ ადგილზე მიტანიდან

გამყიდველის ვალდებულება მყიდველისათვის საქონლის მიწოდებაზე შესრულებულად ითვლება, თუ იგი გადასცემს ექსპორტისათვის მომზადებულ საქონელს მყიდველის მიერ არჩეულ მითითებულ მისამართზე.

FAS (free alongside ship) -  თავისუფალი პორტში მიტანიდან

გამყიდველის ვალდებულება მყიდველისათვის საქონლის მიწოდებაზე შესრულებულად ითვლება, თუ იგი გადასცემს ექსპორტისათვის მომზადებულ საქონელს გამოგზავნის პორტში.

FOB (free on board) -  თავისუფალი გემბანის ბორტზე დადებიდან

გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მოწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება, როდესაც საქონელი განთავსდება გემბანზე. ამ მომენტიდან  დაღუპვის ან დაზიანების რისკი ეკისრება მყიდველს. გარდა ამისა, FOB-ი გულისხმობს გამყიდველის მიერ საქონლის ექსპორტისათვის მომზადებას.

CFR (cost and freight) -  ხარჯები და ფრახტი გადახდილია

გამყიდველის მოვალეობაა, გადაიხადოს საქონლის დანიშნულების პორტში ჩატანისათვის აუცილებელი ხარჯი, მაგრამ მას არ ეკისრება ტვირთის შემთხვევითი დაღუპვის ან განადგურების რისკი. გარდა ამისა, გამყიდველს არ ეკისრება იმ ხარჯების გადახდა, რომელიც გამოწვეულია ტვირთის გემბანზე მოთავსების შემდეგ წარმოქმნილი მოვლენებით. გამყიდველს ეკისრება აგრეთვე საქონლის ექსპორტისათვის მომზადება.

CIF (cost, insurance, freight) -  ხარჯები, დაზღვევა და ფრახტი გადახდილია

მოცემული ტერმინის შემთხვევაში გამყიდველს ეკისრება იგივე ვალდებულებები, რაც CFR ტერმინის შემთხვევაში, პლუს საზღვაო დაზღვევის უზრუნველყოფა მყიდველის მიერ საქონლის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის შემთხვევით დაღუპვის ან განადგურების შემთხვევაში. გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. ამ შემთხვევაში, იგი უზრუნველყოფს დაზღვევას მინიმალური დაფარვით

CPT (carriage paid to ...) -  ფრახტისგან თავისუფალი

გამყიდველი იხდის ფრახტს საქონლის დასახელებულ ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის. ტვირთის შემთხვევით დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს იმ მომენტიდან, როდესაც იგი საქონელს გადამტანს ჩააბარებს. საქონელს ექსპორტისათვის ამზადებს გამყიდველი.

CIP (carriage and insurance paid to ...)  - ტრანსპორტირება და დაზღვევა გადახდილია

მოცემული ტერმინის გამოყენებისას გამყიდველს აქვს იგივე ვალდებულება, რაც CPT-ის შემთხვევაში. გარდა ამისა, გამყიდველი იხდის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის დაზღვევისათვის საჭირო სადაზღვევო პრემიას. იგი ამზადებს აგრეთვე ტვირთს ექსპორტისათვის.

DAF (delivered at frontier) - მიწოდება ეკონომიკურ საზღვარზ

გამყიდველი ასრულებს ტვირთის ჩატანის ვალდებულებას, როდესაც იგი ექსპორტისათვის მომზადებულ საქონელს საზღვართან დასახლებულ პუნქტსა თუ ადგილში ათავსებს - მიმდებარე ქვეყნის საბაჟომდე.

DAT (delivered at terminal) -  მიწოდება  ტერმინალზე

გადაზიდვა ტერმინალზე (პორტის ტერმინალის ან დანიშნულების ადგილის დასახელება) გამყიდველი იხდის ტერმინალამდე გადაზიდვისთვის, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც მიეკუთვნება იმპორტის ანგარიშწორებას და კისრულობს ყველანაირ რისკს ტვირთის ტერმინალში დაცლამდე

DAP (delivered at place) - მიწოდება დანიშნულების ადგილამდე

გამყიდველი იხდის გადაზიდვის გადასახადს მითითებულ ადგილამდე, გარდა საბაჟო მოსაკრებლებისა, პასუხისმგებლობაში იღებს ყველა რისკს მანამდე სანამ ტვირთს არ გადმოტვირთავს მყიდველი.

DES (delivered ex ship) -  მიწოდება გემბანზე დანიშნულების პორტში

აღნიშნული ინკოტერმსის მიხედვით, გამყიდველი იმპორტისათვის მომზადებულ საქონელს მყიდველს დანიშნულების პორტში გემბანზე აწვდის. მოცემულ პორტამდესაქონლის მიწოდების რისკი და ხარჯები გამყიდველს ეკისრება

DEQ (delivered ex quay) - მიწოდება დანიშნულების პორტში

აღნიშნული ინკოტერმსის მიხედვით, გამყიდველი უზრუნველყოფს მყიდველს იმპორტისათვის მომზადებული საქონლით დანიშნულების პორტის სანაპიროზე. საქონლის მოცემულ ადგილამდე მიტანისათვის ყოველგვარი ხარჯი  და ნივთის დაღუპვის ან განადგურების რისკი უნდა იკისროს გამყიდველმა.

DDU (delivered duty unpaid) -  მიწოდება განბაჟების გარეშე ადგილამდე

გამყიდველის მიერ ტვირთის მიწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც იგი უზრუნველყოფს მყიდველს იმპორტირების ქვეყანაში საქონლის დანიშნულების ადგილას მიტანას. საქონლის დანიშნულ ადგილას მიტანისათვის ყოველგვარი ხარჯი, რისკი, ღირებულება  - გარდა საბაჟო გადასახადებისა და სხვა ხარჯებისა რაც აუცილებელია იმპორტირებისათვის, უნდა იკისროს გამყიდველმა. თუ მყიდველმა ვერ მოამზადა საქონელი იმპორტისათვის, მან უნდა იკისროს აქედან გამომდინარე დამატებითი ხარჯები.

DDP (delivered duty paid) -  მიწოდება განბაჟებით ადგილამდე

გამყიდველის მოვალეობა, მიაწოდოს ტვირთი, შესრულებულად ითვლება, როდესაც იგი მყიდველს საქონლით უზრუნველყოფს დანიშნულ ადგილას - იმპორტირების ქვეყანაში. მოცემულ ადგილას მიტანამდე საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან განადგურების რისკი, აგრეთვე ყველა ხარჯი და გადასახადი, ეკისრება გამყიდველს.

 

image
image

როგორ მუშაობს ექსპედიტორის პასუხისმგებლობის დაზღვევა

პასუხისმგებლობის დაზღვევა, CMR კონვენციის შესაბამისად CMR კონვენცია _ ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვებისხელშეკრულების პრეამბულა ხელი მოეწერა ჟენევაში 1956 წლის 19 მაისს, ითვალისწინებს ტრანსპორტირების პროცესში დამდგარი ზარალისანაზღაურებას 1 კილოგრამზე 8.33 საანგარიშო ერთეულის ოდენობით. სურვილის შემთხვევაში გთავაზობთ ტვირთის ინდივიდუალურ დაზღვევას მისი ღირებულების შესაბამისად - საუკეთესო პირობებით

შტუდგარტი, გერმანია

ფეილიჩი, გერმანია

ბარსელონა, მადრიდი, ესპანეთი

სოფია, ბულგარეთი

სერვისები

 

 

კომპანია “გლობალ თრანს ნეთვორქი” მომხმარებელს სთავაზობს სახმელეთო გადაზიდვებს ტრაილერის სრული დატვირთვით, ევროპის,  მცირე აზიის და კავკასიის მასშტაბით.

ჩვენი კომპანია თანამშრომლობს ევროპის და კავკასიის უმსხვილეს გადამზიდველებთან,  ჩვენი გამოცდილი  და კომპეტენტური საოპერაციო მენეჯერები ინდივიდუალურად შეისწავლიან თითოეულ მოთხოვნას და განიხილავენ ოპტიმალურ მარშრუტს გადასაზიდი ტვირთის სპეციფიკიდან გამომდინარე.

ჩვენ გთავაზობთ:

მშრალი ტვირთის ტრანსპორტირებას, სამაცივრე ტვირთის ტრანსპორტირებას, არაგაბარიტული ტვირთის ტრანსპორტირებას, მალფუჭებადი ტვირთის ტრანსპორტირებას, სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებას (ADR), საბაჟო-საბროკერო მომსახურებას, ტვირთის დაზღვევას (მოთხოვნის შესაბამისად).

კონტაქტი

მოგვწერეთ

ქეთევან წამებულის გამზირი 41
+995 599 90 44 62
  • image
  • image
  • image